„კოპა დელ რეის“ ნახევარიფინალის მეორე შეხვედრაში „ბარსელონა“ „რეალს“ მადრიდში ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შინ, „კამპ ნოუზე“ ფრედ, ანგარიშით 1:1 თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოოლოოდ 3:0 გაიმარჯვეს.
სამივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. 50-ე წუთზე სუარესმა აიღო „რეალის“ კარი, რასაც 69-ე წუთზე ვარანის ავტოგოლი მოჰყვა. მატჩს წერტილი ამ ეპიზოდიდან ოთხიოდ წუთში ლუის სუარესმა დაუსვა, როდესაც თერთმეტ მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
კატალონიელები ესპანეთის სამეფო თასის ფინალს მეექვსედ ითამაშებენ. „ბარსელონას“ ხუთ ფინალში ოთხი გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.