„ბარსელონა“ რონალდ კუმანთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონა“ რონალდ კუმანთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონა“ ახალი სეზონის დაწყებას ახალი მთავარი მწვრთნელით აპირებს, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN.

კატალონელებს ჯერ ისევ რჩებათ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი – გუნდი ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ატლეტიკოს“ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს მადრიდის „რეალთან“. თუმცა, მიუხედავად სეზონის საბოლოო შედეგისა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აუცილებლობად მიიჩნევს მთავარ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან კონტრაქტის გაწყვეტას.

მიმდინარე ხელშეკრულება ნიდერლანდელ სპეციალისტსა და „ბარსელონას“ შორის 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.