ბარსელონა-რეალის მატჩს სანჩეს მარტინესი განსჯის
ბარსელონა-რეალის მატჩს სანჩეს მარტინესი განსჯის

მსაჯთა ბრიგადა, რომლის სათავეში იქნება ხოსე მარია სანჩეს მარტინესი, განსჯის ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩს „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის, იტყობინება კატალონიელთა პრეს-სამსახური.

აღნიშნული მსაჯი უძღვებოდა „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩს ბერნაბეუზე გასული წლის დეკემბერშიც, სადაც კატალონიელებმა იმარჯვეს ანგარიშით 3:0. თამაში გაიმართება 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“.

შეგახსენებთ, რომ თამაშს გამოტოვებს „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი ლეონელ მესი, რომელმაც ლა ლიგის მე-9 ტურში სევილიასთან ხელი მოიტეხა.