„ბარსელონა“ რაფაელ ლეაოსთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ რაფაელ ლეაოსთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდება #1TVSPORT

„ბარსელონა“ ყურადღებით აკვირდება „მილანის“ გარემარბის, რაფაელ ლეაოს გარშემო შექმნილ სიტუაციას, – წერს Sport.es-ი.

პორტუგალიელ ფეხბურთელს რთული ურთიერთობა აქვს „მილანის“ მთავარ მწვრთნელთან, პაულო ფონსეკასთან, რის გამოც დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ამასთან, ლეაო არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მოსწონს „ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას. ახლა კატალონური კლუბი არკვევს, რამდენად არის შესაძლებელი რაფაელ ლეაოს ხელში ჩაგდება.

თავად ლეაოც უკმაყოფილოა „მილანში“ საკუთარი მდგომარეობით, შესაბამისად, „ბარსელონა“ ელოდება პორტუგალიელი ფეხბურთელის ბაზარზე გამოჩენას რეალურ ფასში.