„ბარსელონა“ მზად არის, სემედუ ან კოუტინიო ნდომბელეში გაცვალოს
„ბარსელონა“ მზად არის, სემედუ ან კოუტინიო ნდომბელეში გაცვალოს

„ტოტენჰემის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ტანგი ნდომბელემ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით „ბარსელონა“ დაინტერესდა. კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის „ტოტენჰემს” ნდომბელეს სანაცვლოდ შემთავაზოს ორიდან ერთი ფეხბურთელი – პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ ან ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო.

იტყობინებიან, რომ თავად ნდომბელე მზად არის ლონდონური კლუბის დასატოვებლად. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ფრანგსა და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი არსებობს, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტი ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკას არ აძლევს.

ნდომბელეზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“.

ფრანგი ნახევარმცველი „ტოტენჰემს“ 2019 წლის ზაფხულში 62 მილიონ ევროდ შეუერთდა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი გახდა. ამ სეზონში ნდომბელემ 19 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.