„ბარსელონა“ ზაფხულში ემზადება შემადგენლობის მნიშვნელოვანი გადახალისებისთვის. კერძოდ, კატალონელებს ჩაფიქრებული აქვთ ივან რაკიტიჩთან, არტურო ვიდალთან, სამუელ უმტიტისთან, მარტინ ბრეიტუეიტთან, ფილიპე კოუტინიოსთან, ხუნიორ ფირპოსთან, ანტუან გრიზმანთან და ნეტოსთან გამოთხოვება.
„ბარსელონა“ განიხილავს ამ ფეხბურთელების როგორც გაყიდვას, ასევე გაცვლას. ასეთი გადაწყვეტილება ნაკარნახებია ხარჯების შემცირების სტრატეგიით.
ამ მოთამაშეთა ნაცვლად, კიკე სეტიენის გუნდში უნდა მივიდეს ხუთი შემსრულებელი: ორი შემტევი, ერთი საყრდენი ნახევარმცველი, აგრეთვე, მარცხენა და ცენტრალური მცველები.
„ბარსელონა“ პირველ ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც შეჩერებულია გაურკვეველი ვადით კორონავირუსის პანდემიის გამო.