„ბარსელონა“ მსაჯთა კომიტეტის მოსყიდვას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს #1TVSPORT
ესპანეთის პროკურატურა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მსაჯთა კომიტეტის მოსყიდვასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. დაწყებულია გამოძიება და თუ კატალონიურ გრანდს ბრალი დაუმტკიცდა, დიდი ალბათობით, გუნდს რანგით დაბალ ლიგაში დაქვეითება მოუწევს.
„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ამ სკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი პირველივე ბრალდების შემდეგ იკითხებოდა. თუმცა, პროკურატურის პოზიცია სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი საგამოძიებო ჰიპოთეზა. ახლა დაიწყება სასამართლო პროცესი, სადაც დაადასტურებენ ამ ჰიპოთეზას ან უარყოფენ.
ჩვენი კლუბი მზად არის, გამოძიებას დაეხმაროს. კვლავ ვიმეორებთ – „ბარსელონას“ არასდროს მოუსყიდავს მსაჯები და მათ გადაწყვეტილებებზე არანარი გავლენა არ ჰქონია“, – ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში.