„ბარსელონას“ გადაწყვეტილი აქვს სარეკორდო კონტრაქტი შესთავაზოს თავის კაპიტან ლიონელ მესის.
რადიოსადგურ „კადენა სერის“ (Cadena Ser) ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს 32 წლის არგენტინელის ათწლიან კონტრაქტზე, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ფეხბურთის თამაშს. თუ მესი წინადადებას მიიღებს, მისი ბრენდი დაკავშირებული იქნება კლუბთან სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგაც.
მესის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ლეო კატალონურ კლუბში 2005 წლიდან თამაშობს.