„ბარსელონა“ მესის, ტერ-შტეგენისა და დე იონგის გარდა, თავის ნებისმიერ ფეხბურთელს დათმობს
ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ გაარკვია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ მზად არის თავის ნებისმიერ ფეხბურთელს შეელიოს. გამონაკლისი მხოლოდ სამი მოთამაშეა.
კატალონიურ კლუბში კარგად ესმით, რომ კორონავირუსის ფონზე წარმოქმნილი კრიზისის გამო, სატრანსფერო გეგმების რეალიზებისთვის საჭირო იქნება ფეხბურთელების გაყიდვა ან მათი ჩართვა სხვადასხვა გარიგებაში. „ბარსელონას“ დატოვება მხოლოდ სამ ფეხბურთელს არ ემუქრება: მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენს, ნახევარმცველ ფრენკი დე იონგსა და ფორვარდ ლიონელ მესის.
ბოლო დღეებში დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბარსელონამ“ უარი თქვა ამ ზაფხულს პსჟ-ის ფორვარდის ნეიმარის დაბრუნებაზე, ხოლო მთავარ სატრანსფერო სამიზნედ „ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი გამოცხადდა.