„ბარსელონა“ მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - წელიწადში 50 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით
„ბარსელონა“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს გუნდის ლიდერისთვის ლიონელ მესისთვის.
როგორც „ტვიტერში“ „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც მესის ხელფასი წელიწადში 50 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე იმოქმედებს.
არგენტინელი „ბარსელონაში“ 2004 წლიდან თამაშობს. სულ მესის 718 მატჩი დაუგროვდა საკლუბო დონეზე, 627 გოლი გაიტანა და 261 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება.