ბარსელონა-ლიონი 5:1 – ფაქტები და სტატისტიკა
- ლიონელ მესიმ „ბარსელონას” მაისურით პირველად გაიტანა ორი გოლი და შეასრულა ორი საგოლე გადაცემა ოფიციალურ მატჩში.
- ბოლო 11 სეზონში მესის მინიმუმ 35 გოლი გააქვს მეტოქეთა კარში.
- მესიმ 131-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც გაუსწრო ანდრეს ინიესტას. მასზე წინ მხოლოდ ჩავია (151), რომელიც „ბარსელონას” რეკორდსმენია ამ მაჩვენებლით.
- „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მატჩებში საკუთარ მოედანზე 30 მატჩია (+27=3-0) არ აგებს, რაც ტურნირის ახალი რეკორდია. 1998-2002 წლებში 29 მატჩი არ მარცხდებოდა შინ „ბაიერნი”.
- „ბარსელონა” ზედიზედ მეცამეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ამ პერიოდში, გუნდმა სამჯერ მოიგო ტურნირი.
- არტურ მელოს „ლიონის” წინააღმდეგ 98.6 პროცენტი (71/72) ჰქონდა პასების სიზუსტე.
ბარსელონა-ლიონი 5:1 (0:0)
გოლები: 1:0 მესი (18-პენ), 2:0 კოუტინიო (31), 2:1 ტუსარი (58), 3:1 მესი (78), 4:1 პიკე (81), 5:1 უ. დემბელე (86)
ბარსელონა: ტერ შტეგენი – სერხი რობერტო (83. სემედუ), პიკე, ლონგლე, ალბა – არტური (74. ვიდალი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი – მესი, სუარესი, კოუტინიო (70. უ. დემბელე).
ლიონი: ლოპესი (34. გორგელენი) – დიუბუა, დენაიერი, მარსელო, მარკალი, მენდი (77. კორნე) – ნდომბელე, ფეკირი, ტუსარი – მ. დემბელე, დეპაი (73. ტრაორე).