„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესს „ინტერიდან“ 111 მილიონ ევროდ ვერ გამოისყიდის, რადგან კლუბს ეს თანხა არ გააჩნია, თუმცა ფეხბურთელზე უარის თქმას არ აპირებს და მის გადაბირებას სხვა ხერხებით შეეცდება. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ასი“ (AS) ავრცელებს.
კატალონიური გრანდის ხელმღვანელობას კარგად ესმის, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება. მილანელთა ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად „ბარსა“ აპირებს, თავისი რამდენიმე მოთამაშე ჩართოს გარიგებაში, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ინტერი“ მსგავსი ვარიანტით დაინტერესებული არ არის.
მიუხედავად ამისა, „ბარსელონას“ იმედი აქვს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ფეხბურთელების ფასებს საგრძნობლად დაწევს და ლაუტაროს გადაბირება მისაღებ ფასად გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, კატალონიელებს ზურგს ის უმაგრებს, რომ თავად მარტინესთან აქვთ მოლაპარაკება და ფეხბურთელს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს.