ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ფორვარდ ლაუტარო მარტინესის „ინტერიდან“ „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის ახალი დეტალები.
„მიღწეულია სრული შეთანხმება ლაუტარო მარტინესსა და „ბარსელონას“ შორის. მისი ხელფასი კატალონიურ კლუბში 12 მილიონი ევრო იქნება. უახლოეს პერიოდში, „ბარსელონამ“ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას „ინტერთან“, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 111 მილიონის მიღებას აპირებს, თუმცა, შესაძლოა 90 მილიონსა და ერთ მოთამაშესაც დათანხმდეს“, – წერია ინფორმაციაში.
ამ სეზონში 22 წლის ლაუტარომ 22 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და 11 გოლი გაიტანა.