„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესით არის დაინტერესებული
„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესით არის დაინტერესებული

„ბარსელონა“ დაინტერესებულია მილანის „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის შეძენით. გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ადრე პრესაში იწერებოდა, „ინტერი“ 22 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფორვარდის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლამდე მოქმედებს.

მარტინესი – „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის პარტნიორია არგენტინის ნაკრებში.

ფორვარდი „ინტერში“ არგენტინული „რასინგიდან” 2018 წლის ივლისში გადავიდა 14 მილიონ ევროდ. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.