„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ჰოლანდიის ჩემპიონატში მილანის „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის ალტერნატივა იპოვნა.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები არგენტინელ თავდამსხმელთან რთულად მიმდინარეობს, ამიტომაც კატალონურმა კლუბმა ყურადღება გადაიტანა „ეინდჰოვენის“ 20 წლის ფორვარდ დონიელ მალენზე.
„აიაქსის“ აღზრდილის კონტრაქტი „პსვ“-სთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მალენმა ერედივიზიონში 11 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, რასაც ხუთი საგოლე პასი დაუმატა.