„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს „ბილბაოს“ წინააღმდეგ.
არგენტინელი აგრძელებს აღდგენას ტრავმის შემდეგ, რომელიც 5 აგვისტოს მიიღო. მესის კუნთი აქვს დაჭიმული. ვარაუდობენ, რომ 32 წლის ფეხბურთელი მომდევნო კვირაში განაახლებს ვარჯიშებს საერთო ჯგუფთან ერთად.
ასე რომ, ფორვარდი ვერ ითამაშებს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 2009 წლის აგვისტოს შემდეგ, მაშინ „ბარსელონამ“ ხიხონის „სპორტინგს“ ანგარიშით 3:0 მოუგო.
„ბილბაოსა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება. დაწყების დრო 23:00 საათია.