„ლიონის“ ფორვარდი მემფის დეპაი უახლოეს დღეებში „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება. ესპანური კლუბი ტრანსფერის დასრულებას მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს. 26 წლის ნიდერლანდელის პრეზენტაცია „კამპ ნოუზე“ შედგება.
ნიდერლანდური პრესის ცნობით, კატალონელები ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან. “ბარსელონამ“ რამდენიმე დღის წინ დეპაისთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.
„ლიონის“ კონტრაქტი დეპაისთან 2021 წლის ზაფხულში იწურება. ფრანგები იძულებულნი არიან მიიღონ „ბარსელონას“ წინადადება, რათა მომავალ წელს ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგონ.
საფრანგეთის ახალ ჩემპიონატში დეპაიმ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.