კატოლონიური კლუბში ფილიპე კოუტინიოს დატოვებს არ აპირებენ და ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდებიან, – იუწყება „ივნინგ სტანდარტი“ (Evening Standard).
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებს.
წლევანდელ სეზონზე კოუტინიო „ბაიერნის“ შემადგენლობაში იჯარის წესით ირიცხებოდა და 32 მატჩში ცხრა გოლის გატანა მოახერხა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას ლონდონის „ჩელსი“ გეგმავს.