მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა გარემარბი კინგსლი კომანი „ბარსელონას“ ინტერესთა სიაში მოხვდა.
გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, ფრანგი ალტერნატიული ვარიანტია იმ შემთხვევისთვის, თუ კატალონიელები ვერ შეძლებენ ლაუტარო მარტინესის („ინტერი“) ან ნეიმარის („პარი სენ-ჟერმენი“) შეძენას, რომლებიც კლუბის მთავარი სამიზნეები არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
გარიგების სავარაუდო თანხა იქნება 60 მილიონი ევრო.
კომანი „ბაიერნში“ 2017 წელს „იუვენტუსიდან“ 21 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.