„ბარსელონა“ ფეხბურთელების გაცვლას აპირებს მილანის „ინტერთან“.
გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ესპანურ კლუბს სურს ფრანკ კესიე დაუთმოს მილანელებს, მის ნაცვლად კი ნიკოლო ბარელა მიიღოს.
ამასთან, კატალონელებს იტალიელი ნახევარმცველის გადასაბირებლად 30 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ კესიე ამა წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „ბარსელონაში“ „მილანიდან“.