„ბარსელონა“ თავის ისტორიაში პირველად გაყიდის უფლებებს საკუთარი სტადიონის, „კამპ ნოუს“ სახელის უფლებაზე. სასპონსორო კონტრაქტი მხოლოდ 2020-21 წლების სეზონისთვის იქნება ძალაში.
მთლიანი გამომუშავებული თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. კერძოდ, „ბარსელონა“ დააფინანსებს როგორც ესპანურ, ასევე საერთაშორისო კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პოვნა.