„ბარსელონა“ იანვარში ვან დე ბეეკის იჯარით აყვანას ეცდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ იანვარში ვან დე ბეეკის იჯარით აყვანას ეცდება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს, – დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ნიდერლანდელმა საბოლოოდ გადაწყვიტა ზამთარში კლუბის შეცვლა. „ბარსელონა“ დიდი ხანი აკვირდებოდა ვან დე ბეეკს, მაგრამ ფეხბურთელმა 2020 წლის სექტემბერში „მანჩესტერში“ გადასვლა ამჯობინა. ახლა, კატალონიელები ისევ ეცდებიან ნახევარმცველის გადაბირებას.

„ბარსელონაში“ განიხილავენ ფეხბურთელის იჯარას მომავალი წლის ზაფხულში, გამოსყიდვის უფლებით.

პრემიერლიგის წლევანდელ სეზონზე ვან დე ბეეკმა ჯამში მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა. მისი კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.