ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი „ბარსელონა“ არ აპირებს ფორვარდ ანტუან გრიზმანთან გამოთხოვებას.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, კატალონური კლუბი არც კი განიხილავს 29 წლის ფრანგის თაობაზე სატრანსფერო შეთავაზებებს.
გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა. ის კატალონურ გრანდს 120 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლა ლიგას წლევანდელ სეზონში ანტუანმა 26 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.