„ბარსელონა“ გრიზმანის გასხვისებას 100 მილიონ ევროდ აპირებს
„ბარსელონა“ გრიზმანის გასხვისებას 100 მილიონ ევროდ აპირებს

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა ანტუან გრიზმანის გაყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება, – იუწყება Sport.es.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფასს 100 მილიონი ევროთი განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ გადმოვიდა და ეს ტრანსფერი კატალონიელებს 120 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.