ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში „ბარსელონა“ „ესპანიოლს“ ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, რადგან უახლოეს მდევარს, პრინციპულ მეტოქეს, „რეალს“ 14 ქულით გაასწრეს და მადრიდელებს თეორიული შანსიც აღარ დაუტოვეს.
„ბარსელონას“ რიგებში გოლები ბალდემ, კუნდემ და ლევანდოვსკიმ (დუბლი) გაიტანეს, „ესპანიოლიდან“ კი თავი პუადომ და ხოსელომ გამოიჩინეს.
„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 27-ჯერ მოიგო.