„ბარსელონა“ ძველი „კამპ ნოუს“ გაზონის ნაჭრებს 420 ევროდ ყიდის #1TVSPORT
„ბარსელონა“ ძველი „კამპ ნოუს“ გაზონის ნაჭრებს 420 ევროდ ყიდის #1TVSPORT

„ბარსელონამ“ სხვადასხვა ნივთის გაყიდვა დაიწყო „კამპ ნოუს“ სტადიონიდან, რომელიც რეკონსტრუქციის გამო დახურულია.

კატალონური კლუბი თავის მაღაზიაში ყიდის სათამაშო მინდვრის ბალახის ნაჭრებს და კარის ბადის ფრაგმენტებს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport.es წერს, გაზონი ორიგინალურია და ნოტარიუსის მიერ არის დადასტურებული. გაყიდვაში დარჩენილია ბალახის ყველაზე ძვირადღირებული ნაჭრები – მათი ფასი 420 ევროა.

საფეხბურთო კარის ბადის ფრაგმენტების შეძენა შესაძლებელია 80 ევროდ.

მოგვიანებით, „ბარსელონას“ გულშემატკივრები შეძლებენ ძველი „კამპ ნოუდან“ სავარძლებისა და სხვა ექსკლუზიური ნივთების შეძენას.