ტურინის „იუვენტუსის“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი პაულო დიბალა მომავალ წელს შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს,-იტყობინება „გაძეტა დელო სპორტი“. წყაროს ინფორმაციით,ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონას“ მთავარი მიზანი პაულო დიბალას გადმობირება იქნება.
სავარაუდოდ, კატალონიელები არგენტინელით ლუის სუარესის ჩანაცვლებას გეგმავენ. შეგახსენბეთ, რომ დიბალას იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.