კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებმა „ლიონის“ თავდამსხმელს, მემფის დეპაის ახალი პირობები შესთავაზეს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მისი ინფორმაციით, „ბარსელონაში“ შეეცადნენ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის გაუმჯობესებული პირობები შეეთავაზებინათ, რომ ვაინალდუმთან დაკავშირებული სიტუაცია არ განმეორებულიყო, როდესაც ამ უკანასკნელმა კატალონიელებთან მოლაპარაკება შეწყვიტა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა ამჯობინა.
27 წლის ნიდერლანდელმა ფორვარდმა, მემფის დეპაიმ 2020/21 წლების სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.