კატალონიური „ბარსელონა“ მზადაა თავდამსხმელ უსმან დემბელეს შეელიოს. აღნიშნულ ინფორმაციას „მარკა“ (Marca) ავრცელებს. ესპანელებს განზრახული აქვთ ფეხბურთელში 42 მილიონი ევროს გამომუშავება, რადგან მათ კლუბში სახელფასო ხარჯის შემცირება სურთ. დემბელე წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს.
ფრანგმა ფორვარდმა ტრავმის გამო 2019/2020 წლების სეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა. მან „ბარსელონას“ რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
ვარაუდობენ, რომ დემბელე მწყობრში აგვისტოსთვის ჩადგება. „ტრანსფერმარკტი“ (Transfermarkt) მას 56 მილიონ ევროდ აფასებს. მოთამაშის შეძენით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული, ხოლო რამდენიმე იტალიური კლუბი ფრანგის იჯარის წესით გადაყვანის ვარიანტებს განიხილავს.