“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას ფორვარდ უსმან დემბელეს იჯარით გაშვებას აპირებს, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა ‘ელ მუნდო დეპორტივო’. კატალონური გუნდის სამწვრთნელო შტაბი არ არის მზად მომავალ სეზონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მისცეს 20 წლის ფრანგს.
ასევე აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით, “ბარსელონაში” გადავა მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი ანტუან გრიზმანი. ამ შემთხვევაში, 2018-19 წლების სეზონში დემბელეს პოზიციები “ბარსელონაში” კიდევ უფრო შესუსტდება.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა “ბარსას” რიგებში 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი შეასრულა.