ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგაც გააგრძელებს „პარი სენ-ჟერმენში“ გამოსვლას. 28 წლის ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, მაგრამ კატალონიელთა ხელმძღვანელობამ მიატოვა მისი ამ ზაფხულს გადაბირების მცდელობები, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.
კორონავირუსის პანდემიამდე „ბარსელონას“ ამ ტრანსფერის განხორციელების კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ ფინანსურმა დანაკარგებმა ეს გარიგება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.
ასევე არ განიხილავს ნეიმარის შეძენის ვარიანტს მადრიდის „რეალი“, რომელიც ადრე ინტერესდებოდა ფორვარდით.
ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.