„ბარსელონას“ პრესსამსახური გამოეხმაურა თავისი ყოფილი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალებას.
„მადლობა ყველაფრისთვის, დიეგო“, – წერია კლუბის „ტვიტერზე“.
მარადონა კატალონურ კლუბში 1982-84 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში ესპანეთის თასის, ლიგის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. ლა ლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში არგენტინელმა 22 გოლი გაიტანა.
ასევე „ტვიტერში“ გამოეხმაურა სამწუხარო ამბავს მარადონას კიდევ ერთი ყოფილი კლუბი „ნაპოლი“.
„ყოველთვის. მშვიდობით, დიეგო“, – წერია კლუბის შეტყობინებაში.
მარადონა “ნაპოლიში” 1984-91 წლებში თამაშობდა, ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1987, 1990), მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი, აგრეთვე, უეფას თასის მფლობელი (1989) გახდა.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.