„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ნახევარმცველების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.
„კალჩომერკატოს“ ინფორმაციით, ტურინულ კლუბში შეიძლება გადავიდეს ივან რაკიტიჩი, ხოლო კატალონიის დედაქალაქში გაემგზავროს როდრიგო ბენტანკური. ამასთან, „ბარსელონა“ „იუვენტუსს“ დამატებით 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ კლუბებმა ერთი გაცვლა უკვე განახორციელეს: „ბარსელონაში“ 60 მილიონად გადავიდა მირალემ პიანიჩი, საპირისპირო მიმართულებით კი 72 მილონ ევროდ გაემგზავრა არტურ მელო.