„ბარსელონა“ და „ევერტონი“ შეთანხმდნენ
„ბარსელონა“ და „ევერტონი“ შეთანხმდნენ

„ევერტონმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ბარსელონადან“ ფრანგი მცველი, ლუკა დინი შეიძინა და მასში 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. 25 წლის ფეხბურთელს 21 მატჩი აქვს ჩატარებული საფრანგეთის ნაკრების მაისურით, თუმცა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.

„ევერტონი დიდი კლუბია და მას დიდი ისტორია აქვს. მინდა ბევრი ვითამაშო, მოვიგო და თამაშის ხარისხით გულშემატკივრები გავახარო“, – ამბობს ლუკა დინი, რომელმაც ბარსელონაში 46 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი „რომას“ ღირსებასაც იცავდა.