„ბარსელონა“„ბეტისის“ ნახევარმცველით ნაბილ ფეკირით ინტერესდება. ამის შესახებ გამოცემა Diario Sport-მა დაწერა.
კატალონური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პირადად არის დაინტერესებული ამ გარიგებით. ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად „ბარსელონა“ მზად არის დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ „ბეტისი“ ფეკირის 80 მილიონ ევროზე იაფად გაყიდვას არ აპირებს. იანვარში ნახევარმცველმა სევილიურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.
მიმდინარე სეზონში ფრანგის ანგარიშზე ლა ლიგაში 21 მატჩში ოთხი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი მოდის.