კატალონიური კლუბი პანდემიისგან გამოწვეულ ფინანსურ სიძნელეებთან გამკლავებას თანხების დაზოგვით ცდილობს.
„ბარსელონას” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ლა ლიგის ბოლო ტურში „უესკას” წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდი ავტობუსით გაემგზავრა.
უესკა ბარსელონადან 230 კილომეტრით დაშორებული ქალაქია. ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ მეთოდით კლუბმა 30 000 ევრო დაზოგა.