„ბარსელონა“ არ აპირებს ევროპის სუპერლიგის დატოვებას #1TVSPORT
„ბარსელონა“ არ აპირებს ევროპის სუპერლიგის დატოვებას #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი კლუბი ჯერჯერობით არ აპირებს სუპერლიგის დატოვებას.

„კარგია, რომ „ბარსელონა“ აქ არის, რადგან ჩვენ შეიძლება ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი უეფა-სა და ტურნირს შორის“, – განაცხადა კატალონური კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში „იუვენტუსმა“ გამოაცხადა ევროპის სუპერლიგის პროექტიდან გასვლის შესახებ. ახლა იქ დარჩა მხოლოდ ორი კლუბი – „რეალი“ და „ბარსელონა“.