„ბარსელონა“ ამსტერდამის „აიაქსის“ მცველის სერჯინიო დესტის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.
კატალონიური კლუბის სკაუტები უკვე რამდენიმე თვეა, სწავლობენ 19 წლის ამერიკელის თამაშს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება – 20 მილიონი ევროა. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია „ბარსელონაში“ გადასვლით.
ადრე პრესაში დაიწერა, რომ ფეხბურთელზე პრეტენზიას „ბაიერნიც“ აცხადებს.
2019-20 წლების სეზონში დესტმა 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.