ლა ლიგის მესამე ტურში ბარსელონამ დებიუტანტ უესკას უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 8:2 დაამარცხა. ანგარიში მე-3 წუთზე სტუმართა 19 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხუან კამილო ერნანდესმა გახსნა. ლეო მესიმ მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ბარსელონა 24-ე წუთზე წინ გავიდა: ხორხე მაიორალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
პირველ ტაიმში კიდევ თითო გოლი გაცვალეს მეტოქეებმა და ტაიმი 3:2 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის 48-ე წუთზე კი უესკას განადგურება დაიწყო. „ბარსელონადან“ თავი გამოიჩინეს დემბელემ, რაკიტიჩმა, მესიმ, ალბამ და ლუის სუარესმა.