ბარსელონა 25-გზის ჩემპიონია
ბარსელონა 25-გზის ჩემპიონია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 4:2 დაამარცხა „დეპორტივო“. ამ მოგების წყალობით, კატალონიელებმა ვადაზე ადრე გაიფორმეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რომელიც 25-ეა კლუბის ისტორიაში.

სტუმრები 2:0-ს იგებდნენ ფილიპე კოუტინიოსა და ლიონელ მესის გოლებით. „დეპორტივომ“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება – თავი გამოიჩინეს ლუკას მარტინესმა და ემრე ჩოლაქმა. მატჩის მიწურულს მესიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთთრიკის ავტორი გახდა.

ახლა არგენტინელს 32 გოლი აქვს ესპანეთის ჩემპიონატში. ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვისაც ლა ლიგაში ზედიზედ შვიდ სეზონში გაუტანია მინიმუმ 30 გოლი: 2009/10 (34), 2010/11 (31), 2011/12 (50), 2012/13 (46), 2014/15 (43), 2016/17 (37) და 2017/18 (32).

მესისა და ინიესტასთვის ეს გახდა მეცხრე ჩემპიონობა კარიერაში. ამ მაჩვენებლით მათ გაუსწრეს ჩავის. საერთო ჯამში, არგენტინელსა და ესპანელს 32-32 ტიტული აქვთ მოგებული. რეკორდსმენი „ბარსელონას“ ყოფილი მცველი დანი ალვეშია (37 ტიტული).

ამ წაგების შემდეგ, „დეპორტივო“ ვადაზე ადრე გავარდა მეორე დივიზიონში.