„ბარსელონა“ 2020 წელს ნეიმარის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება
„ბარსელონა“ 2020 წელს ნეიმარის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს, შესაძლოა, ისევ გაუჩნდეს „ბარსელონაში“ დაბრუნების შანსი.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი კიდევ ერთხელ შეეცდება ბრაზილიელის ხელმეორედ შეძენას და უკვე ზამთარში დაიწყებს ტრანსფერზე ზრუნვას.

2019 წელს, „ბარსელონამ“ ვერ შეძლო მოთამაშის გაფორმება, რადგან პარიზული კლუბის მფლობელები ბრაზილიელის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდნენ.

მომავალი წლის ზაფხულში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ფიფას ერთი პუნქტის წყალობით. მას ჰქვია – „მოთამაშის სტატუსისა და გადასვლის წესი“. ეს წესი ითვალისწინებს ე. წ. „დაცულ პერიოდს“, რომელსაც ფიფა თავის რეგლამენტში განსაზღვრავს როგორც „სამი სეზონის ან სამი წლის პერიოდს“. თუ კონტრაქტი იქამდეა გაფორმებული, სანამ ფეხბურთელს 28 წელი შეუსრულდა, მას შეუძლია სამი წლით დატოვოს კლუბი კომპენსაციის სანაცვლოდ. ამ კომპენსაციას ადგენენ ფეხბურთელის შესაძენად გადახდილი, თანხისგან, ტრანსფერზე დამატებითი დანახარჯებისგან და ხელფასისგან.

„ბარსელონას“ გამოთვლებით, ნეიმარის ფასი ასეთ შემთხვევაში 180 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა.