ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ უკვე ჩამოყალიბდა სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით 2020-21 წლების სეზონისთვის.
გაიმართა ფოტოსესია რამდენიმე ფეხბურთელთან. მოთამაშეებმა, რომელთა გვარები არ სახელდება, ძალიან მოიწონეს ფორმების ახალი კომპლექტი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ სეზონში „ბარსელონას“ საშინაო ფორმაზე ისევ გაჩნდება ვერტიკალური ზოლები, რომელთა შორის იქნება წვრილი ყვითელი ხაზები. ძირითადი ფორმა ტრადიციულ ფერებში იქნება შესრულებული, გასვლითი ფორმა იქნება შავი, სარეზერვო – ვარდისფერი.