ვარშავის „ლეგიას“ მცველით და პოლონური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით, მიხალ კარბოვნიკით კატალონიური გრანდი დაინტერესდა, – იუწყება Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონაში“ ყურადღებით აკვირდებიან 19 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის შეძენას აპირებენ.
მიხალ კარბოვნიკით სხვა ესპანური კლუბებიც დაინტერესებულები არიან, მათ შორის: „სოსიედადი“, „ბეტისი“ და „სევილია“.
შეგახსენებთ, რომ მიხალ კარბოვნიკი საქართველოს ნაკრების წევრის, ვაკო გვილიას თანაგუნდელია.