საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ იტალიური „ბრეშას“ 19 წლის ნახევარმცველ სანდრო ტონალით ინტერესდება. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს. კატალონიელები მზად არიან, ტონალის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და ბრეშას საკუთარი აკადემიიდან კიდევ ორი ფეხბურთელი დაუთმონ – ცენტრალური ნახევარმცველი და მარცხენა მცველი. თითოეული მათგანის ღირებულება 5-7 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ტონალით ასევე დაინტერესებულია „მილანი“.
ტონალი „ბრეშას“ აღზრდილია და ძირითად შემადგენლობაში მას დებიუტი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდი ჯერ კიდევ რანგით მეორე დივიზიონში გამოდიოდა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კი, რომელიც ამჟამად კორონავირუსის გამოა შეწყვეტილი, ახალგაზრდა ნახევარმცველმა 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.