„ბარნლიმ“ მიქაუტაძის ნაცვლად „ბაზელის“ თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგაში გადასულმა „ბარნლიმ“, გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად, შვეიცარიის „ბაზელის“ თავდამსხმელი ზეკი ამუნდი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ინგლისის პრემიერლიგაში გადასულმა „ბარნლიმ“ შვეიცარიის „ბაზელის“ ფორვარდთან, ზეკი ამუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. ეს ამ ზაფხულში ინგლისური კლუბის მეხუთე შენაძენია.
22 წლის ფეხბურთელმა ვინსენ კომპანის გუნდთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მას შვეიცარიის ნაკრებში 2022 წლიდან იწვევენ და პირველ ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. ამუნდი „ბარნლის“ შეტევის ხაზს ეშლი ბარნსის წასვლის შემდეგ გააძლიერებს.
ვინსენ კომპანი ახალ ცენტრალურ თავდამსხმელს მას შემდეგ ეძებდა, რაც კლუბის ფანების ფავორიტი ეშლი ბარნსი „ნორვიჩში“ გადავიდა. კომპანის „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურდა, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.
„ბაზელის“ თავდამსხმელმა გასულ სეზონში 50 თამაშში 19 გოლი გაიტანა, მათ შორის შვიდი უეფა-ს კონფერენსლიგაზე, სადაც „ბაზელი“ ნახევარფინალში გავიდა და „ფიორენტინასთან“ დამარცხდა“, – წერს გამოცემა Burnleyexpress-ი.