მთავარმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა Marca-მ ბილბაოში მომხდარი არეულობებისას გარდაცვლილი პოლიციელის ფოტო პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სათაურით – “ბარბაროსობა”.
გაზეთის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზარალებულია კიდევ სამი ადამიანი, დაპატიმრებულია – ხუთი.
გარდა ამისა, გაზეთი სვამს კითხვას – რა შეიძლება მოხდეს 2018 წლის ზაფხულში რუსეთში, როცა იქ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება?
“გვაშინებს ის, რაც შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდეს”, – წერია პირველ გვერდზე.
შეგახსენებთ, ევროპის ლიგაზე “ბილბაოსა” და “სპარტაკის” მატჩის წინ მომხდარ არეულობას პოლიციელი ემსხვერპლა.