ლონდონში, „ტვიქენჰემის“ სტადიონზე, ბარბაროსები არგენტინის ნაკრებს შეხვდნენ და 38-35 დაამარცხეს.
ბარბაროსების რიგებში ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშილიც იყო, რომელიც შეხევდრაში მარქაფიდან ჩაერთო. „კარდიფ ბლუზის“ ქართველი პირველხაზელი მე-7 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსების რიგებში ითამაშა.
მატჩი სანახოაბრივი გამოდგა. ორივე გუნდმა 5-5 ლელო დადო. შეხვედრის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. ელტონ იანტისმა არეკკნი ზუსტად შეასრულა და მატჩი ბარბაროსების გამარჯვებით 38:35 დასრულდა. არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის ნოემბრის მატჩები წარუმატებელი გამოდგა. „პუმებმა“ შემოდგომის სამი ტესტ მატჩი ირლანდიასთან 17:28, საფრანგეთთან 13:28, შოტლანდიასთან კი 9:14 წააგეს.