ამერიკის შეერთებულ შტატებში აუქციონზე გაიყიდება აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას საკალათბურთო ფორმა, რომლითაც ის სკოლაში თამაშობდა, – იტყობინება CBS News
ლოტის სასტარტო ფასია – 25 ათასი დოლარი, თუმცა, ელოდებიან, რომ ღირებულება 100 ათას დოლარს გადააჭარბებს. აუქციონი 17 აგვისტოს გაიმართება.
ბარაკ ობამა 23-ე ნომრით თამაშობდა ჰავაიზე ჰონოლულუში “პუნაჰუს” სკოლის გამოსაშვებ კლასში.