აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, 81-კგ წონით კატეგორიაში, კარგად გამოვიდა ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ფინალურ ბლოკში იასპარეზებს.
ტატო ბრინჯაოს მედლისთვის ბერძენ სპორტსმენს დაუპირისპირდება. ამ წონაში კიდევ ერთმა ქართველმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, ასევე 73 კგ-ში ბექა შავდათუაშვილმა გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თემურ ნოზაძე (60კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.