ბაპე საფრანგეთში წლის ფეხბურთელი გახდა
ბაპე საფრანგეთში წლის ფეხბურთელი გახდა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე 2018 წელს, საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ (France Football) ჩაატარა.

მბაპემ გაუსწრო ანტუან გრიზმანს, პოლ პოგბასა და რაფაელ ვარანს.

2018 წელს, მბაპემ მეოთხე ადგილი დაკავა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში, გარდა ამისა, გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე.

წლევანდელ სეზონში მბაპემ ლიგა 1-ის 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.